Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს


გიორგი კვირიკაშვილი და ილჰამ ალიევი. ბაქო, 2018 წლის 12 მარტი
გიორგი კვირიკაშვილი და ილჰამ ალიევი. ბაქო, 2018 წლის 12 მარტი

12 მარტს, ბაქოში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებენ, რაც მიუთითებს საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო კლიმატის არსებობასა და საქართველო-აზერბაიჯანის მაღალი დონის ურთიერთობებზე. პრეზიდენტმა ალიევმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს გლობალური მნიშვნელობის პროექტებიც, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, და ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს სამხრეთის გაზის დერეფნის, TANAP-ის პროექტის რეალიზაცია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამ სტრატეგიულ პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვთ როგორც ეკონომიკური, ისე გეოსტრატეგიული თვალსაზრისით. კვირიკაშვილის ინფორმაციით, საქართველოში ახლახან გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა ვიზიტორების მხრივაც. პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, გლობალურ ფორმატებში საქართველო ყოველთვის მხარს უჭერს აზერბაიჯანის პოზიციებს, რაც ბუნებრივია ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე.

XS
SM
MD
LG