Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგა და გიორგი ჩხეიძეებმა ექვსი ოქროს მედალი მოიპოვეს


საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა 2018 წლის სეზონი წარმატებით გახსნა: ირანის ქალაქ ახვაზში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი, რომელზეც გოგა და გიორგი ჩხეიძეებმა ექვსი მედალი მოიპოვეს, ექვსივე ოქროსი.

გოგა ჩხეიძემ 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ მოძრაობაში - ატაცში- 130-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, აკვრა კი 170 კილოგრამით დაასრულა და ორივე მოძრაობაშიც და ორჭიდის ჯამშიც ჩემპიონი გახდა.

გიორგი ჩხეიძემ მძიმე წონაში აჯობა ყველა მეტოქეს - 180 კილოგრამი აიტაცა, 220 აჰკრა და სამ ოქროს მედალს დაეუფლა.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს ირანში მწვრთნელი თემურ ჯანჯღავა ხელმძღვანელობდა.

XS
SM
MD
LG