Accessibility links

ევროკავშირმა გაახანგრძლივა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები


ევროკავშირმა 12 მარტს მორიგი ექვსი თვით გააგრძელა 150 რუსი მაღალჩინოსნისა და პრორუსულად განწყობილი უკრაინელი სეპარატისტისთვის დაწესებული სანქციების მოქმედების ვადა. სავიზო შეზღუდვების გარდა, სანქციები ითვალისწინებს მათი საბანკო აქტივების გაყინვას. „შავ სიაში“ მოხვდნენ რუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი, ვიცე-პრემიერი დმიტრი როგოზინი, შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, გენერალი ვალერი გერასიმოვი და ტელეწამყვანი დმიტრი კისილიოვი. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირმა პირველად შემოიღო 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიისა და დონბასის დესტაბილიზაციის გამო. სანქციები პერმანენტულად გრძელდება 6 თვის ვადით და ვრცელდება 38 ორგანიზაციაზეც. ევროკავშირი ასევე აპირებს ხელახლა მიუბრუნდეს ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე ინვესტიციების აკრძალვის საკითხსაც.

XS
SM
MD
LG