Accessibility links

ნეპალში კატასტროფა განიცადა სამგზავრო თვითმფრინავმა


ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს აეროპორტში კატასტროფა განიცადა სამგზავრო თვთმფრინავმა, რომელშიც 71 ადამიანი იმყოფებოდა. სააგენტო ფრანსპრესი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაიღუპა 38 ადამიანი, როიტერსს კი ადგილობრივმა სამხედროებმა აცნობეს, რომ დაღუპულია 50. ბანგლადეშის ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც დაკა-კატმანდუს რეისს ასრულებდა, ნეპალის დედაქალაქის აეროპორტში დაშვების შემდეგ ზოლიდან გადავიდა ახლომდებარე საფეხბურთო მოედანზე და აფეთქდა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG