Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლეს ახალგაზრდა ქალი


სოხუმის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე კვირას მკვლელობა მოხდა. შეიარაღებული დამნაშავის მსხვერპლი აღმოჩნდა ახალგაზრდა ქალი, გულგაზ მამედოვა. დამნაშავე, ვიქტორ ჯანბა აღიარებით ჩაბარდა პოლიციას. ტრაგედიას წინ უძღვოდა ხანგრძლივი სასამართლო პროცესი, რომელზეც მამედოვა მოსარჩელე იყო, ხოლო ჯანბა - მოპასუხე. რადიო „ეხო კავკაზა აქტიურად აშუქებდა სასამართლო პროცესს გულგაზ მამედოვას სარჩელზე, მისი შვილის მამის, ვიქტორ ჯანბას წინააღმდეგ. 2015 წელს ჯანბამ მამადოვას სთხოვა ნებართვა, წაეყვანა შვილი ნათესავების საჩვენებლად. თუმცა, მამადოვამ შვილი რამდენიმე თვის განმავლობაში ვეღარ ნახა. საკუთარი უფლების დასაცავად მამადოვამ საგამოძიებო ორგანოს მიაშურა. ამ საქმეზე რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა სასამართლო გამოძიება, რომელიც დედის სასარგებლოდ დასრულდა. სოხუმელი უფლებათდამცველები და მედია მამადოვას მკვლელობას შურისძიებას უკავშირებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG