Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა რუსი მსახიობი და რეჟისორი ოლეგ ტაბაკოვი


82 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი რუსი მსახიობი და რეჟისორი ოლეგ ტაბაკოვი. იგი 2017 წლის ნოემბრიდან იმყოფებოდა სავადმყოფოში, სეფსის დიაგნოზით, რამაც 2 დეკემბერის შემდეგ ექიმების თქმით, პაციენტის „ღრმა გათიშვა გამოიწვია“. ოლეგ ტაბაკოვი იყო მოსკოვის ჩეხოვის სახელობის „მხატის“ თეატრის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, რუსეთის პრეზიდენტთან არსებული კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეთა საბჭოს წევრი. 2014 წლის 11 მარტს ტაბაკოვმა ხელი მოაწერა კოლექტიურ წერილს, რომელიც ამართლებდა რუსეთის პრეზიდენტის მოქმედებას ყირიმში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG