Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბებმა მცირე ხნით ხელთ იგდეს სამთავრობო კვარტალი დასავლეთ ავღანეთში


ავღანეთის სამთავრობო ჯარებმა აღადგინეს კონტროლი იმ სამთავრობო კვარტალზე, რომელიც მცირე ხნით ხელთ იგდეს თალიბებმა დასავლეთ ავღანეთში. როგორც ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლმა, დავლათ ვაზერიმ აცნობა რადიო თავისუფლებას, ექსტრემისტების წინააღმდეგ გამოყენებული იქნა ავიაციაც. თავდამსხმელები 30 წუთის განმავლობაში იყვნენ გამაგრებული სამთავრობო კვარტალში. იერიშის შედეგად დახოცეს 56 ექსტრემისტი. თალიბების მოულოდნელი თავდასხმის შედეგად ფარას პროვინციაში განლაგებულ სამთავრობო შენობებზე, დაიღუპა ადგილობრივი პოლიციის მეთაური და მისი რვა ხელქვეითი. თუმცა ადგილობრივი საბჭოს ხელმძღვანელის, ფარედ ბახტავერის ცნობით,11 მარტს გვიან ღამით მომხდარი თავდასხმის შედეგად დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების 15 წარმომადგენელი. იგივე ციფრს ასახელებს ორგანიზაცია თალიბანი, რომელმაც მომხდარ თავდასხმაზე უკვე აიღო პასუხისმგებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG