Accessibility links

რუსეთი უარყოფს დაზვერვის ოფიცერ სკრიპალის მკვლელობაში ბრალდებას


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლას და განაცხადა, რომ უნდა დადგინდეს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. „ჯერ თქვენ თითონ გაერკვიეთ და მერე ვიმსჯელოთ ამაზე“, - ასეთი პასუხი გასცა 12 მარტს ვლადიმერ პუტინმა „ბიბისის“ კორესპონდენტის შეკითხვას, დგას თუ არა რუსეთი ამ თავდასხმის უკან.მანამდე კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ ინცინდენტს არაფერი აკავშირებს რუსეთთან, რადგან „სკრიპალი მუშაობდა ბრიტანეთში დაზვერვაზე და მოწამლულ იქნა ბრიტანეთის ტერიტორიაზე.“ ვესტმინსტერის სასახლეში საგანგებო სესიაზე სიტყვით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ “თავხედური“ თავდასხმა უწოდა სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლას და განაცხადა, რომ აღნიშნული სამხედრო დანიშნულების მომწამვლელი ნივთიერება რუსეთში გამოიყენება. რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია 4 მარტს, ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში, სკამზე აღმოაჩინეს უგონო მდგომარეობაში. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ისინი მოწამლულნი არიან ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG