Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერეზა მეი: დიდი ალბათობით რუსეთი დგას სოლსბერის თავდასხმის უკან


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, "დიდი ალბათობით" სწორედ რუსეთი უნდა იდგეს ნერვულ-პარალიზებადი ნივთიერების გამოყენებით სოლსბერიში მომხდარი თავდასხმის უკან. 12 მარტს ბრიტანეთის პარლამენტის საგანგებო სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს, მეიმ აღნიშნა, რომ 66 წლის სერგეი სკრიპალისა და მისი 33 წლის ქალიშვილის, იულის მოწამვლის უკან ან უშუალოდ რუსეთის სახელმწიფო დგას, ან რუსეთის ნებართვით აღმოჩნდა სამხედრო დანიშნულების მომწამვლელი ნივთიერება თავდამსხმელის ხელში. თუ დადასტურდება, რომ ქიმიური თავდასხმის უკან მოსკოვი დგას, ტერეზა მეის თქმით, მისი მთავრობა ამას ჩათვლის, როგორც „რუსეთის მიერ ძალის უკანონო გამოყენების“ ფაქტს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 13 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტების მისაცემად გამოძახებულია რუსეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში. რუსეთი ბრალდებას უარყოფს. 12 მარტს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ ინცინდენტს არაფერი აკავშირებს რუსეთთან, რადგან „სკრიპალი მუშაობდა ბრიტანეთში დაზვერვაზე და მოწამლულ იქნა ბრიტანეთის ტერიტორიაზე.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG