Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტში კვლავ ვერ მოხერხდა შეთანხმება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის შეთანხმება ვერ შედგა არჩილ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი რეზოლუციის ტექსტზე.ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის კონსულტაციები გაიმართა. 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში 23 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია 2016 წლის მაისში, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში მოკლეს. საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტს ერთ-ერთ ფორმად შესთავაზა შეიქმნას „ოთხოზორიას-ტატუნაშვილის სია“ და მასში შეიყვანონ დანაშაულის ჩამდენი პირები და ისინი, ვინც მსგავს დანაშაულს ფარავენ. ოპოზიციის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი ითვალისწინებს სანქციებსაც სიაში მყოფი პირების მიმართ. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა არჩილ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი რეზოლუციის ტექსტზე 14 მარტს კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG