Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერს


გიორგი მარგველაშვილი და ნენსი პელოსი. ვაშინგტონი, 2018 წლის 13 მარტი
გიორგი მარგველაშვილი და ნენსი პელოსი. ვაშინგტონი, 2018 წლის 13 მარტი

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში შეხვდა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერს, დემოკრატ კონგრესმენს, ნენსი პელოსის. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ნენსი პელოსისთან განიხილა საქართველოს მიმართ კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერის და აშშ-ისა და საქართველოს ინტენსიური დიალოგის გაძლიერების საკითხები. დემოკრატმა კონგრესმენმა საქართველოს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისათვის. გიორგი მარგველაშვილმა ნენსი პელოსის გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის ფაქტი. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ქმედითი ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფენ რეგიონის სტაბილურობას და რუსეთის აგრესიის პრევენციას, რაც მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონისა და ევროპის უსაფრთხოებისათვის. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი გზავნილია აშშ-ის კონგრესისგან საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა, რომელიც აშშ-ის საკანონმდებლო მექანიზმებითაა გამყარებული. საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ნატოს მომავალ სამიტზე საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ დღევანდელ დაძაბულ საერთაშორისო გარემოში მნიშვნელოვანია უფრო მეტად მოხდეს საქართველოს მხარდაჭერის კონსოლიდაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG