Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს


ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი
ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი

აფხაზეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს საქართველოს მოქალაქე, გიორგი ზარანდია. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდის მკვიდრი გიორგი ზარანდია გალის რაიონში დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გიორგი ზარანდიას უკანონოდ დაკავების ფაქტი დადასტურებულია „ცხელი ხაზის“ მეშვეობით. სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ დაკავების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG