Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში აპროტესტებენ დიდი ჰესების მშენებლობას


თბილისში საპროტესტო აქცია-მსვლელობებს მართავენ დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მოწინააღმდეგეები. ორგანიზატორებმა აქცია საგანგებოდ დაამთხვიეს „მდინარეთა დაცვის საერთაშორისო დღეს,“ რომელიც 14 მარტს აღინიშნება. საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ ზემო და ქვემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ხევისა და მთიულეთის მცხოვრებნი, გარემოს დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. აქცია დაიწყო „აზიის განვითარების ბანკის" ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან და გაგრძელდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოს მთავრობას მოუწოდეს, უარი თქვას დიდი ჰესების მშენებლობაზე და „აზიის განვითარების ბანკს" და „ევროპის საინვესტიციო ბანკს“ მიმართეს, არ დააფინანსონ მსგავსი პროექტები. აქციის მონაწილეთა განცხადებით, „ნენსკრაჰესის,“ „ნამახვანჰესის“ და „ონის კასკადის“ მშენებლობა საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გარემოს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან მსვლელობა გაგრძელდა პარლამენტის მიმართულებით. 14 მარტს აქცია გაიმართა ქუთაისშიც, სადაც პროტესტი გამოთქვეს მდინარე რიონზე დიდი ჰესების მშენებლობის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG