Accessibility links

დიდი ბრიტანეთი რუს დიპლომატებს გააძევებს


ტერეზა მეი

დიდი ბრიტანეთი ქვეყნიდან გააძევებს 23 რუს დიპლომატს რუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით - ამის შესახებ 14 მარტს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ. ლონდონმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოსკოვმა არ დააკმაყოფილა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მოთხოვნა და 13 მარტს, დღის ბოლომდე არ გასცა პასუხი შეკითხვას, როგორ აღმოჩნდა რუსული წარმოების მომწამლავი ნივთიერება, „ნოვიჩოკი“ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე. ლონდონის მოთხოვნით, 14 მარტს გაიმართება გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელზეც განიხილება სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამოძიების საკითხი. 12 მარტს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით რუსეთია პასუხისმგებელი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების, „ნოვიჩოკ“-ის გამოყენებით სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაზე.14 მარტს, რუსეთის პრესზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვს არანაირი კავშირი არ აქვს სკრიპალის მოწამვლასთან. პესკოვის თქმით, რუსეთმა თავისი პოზიცია დიდ ბრიტანეთს გააცნო დიპლომატიური არხებით.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG