Accessibility links

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ჩავიდა ანექსირებულ ყირიმში, სადაც სავარაუდოდ, დაასრულებს თავის საარჩევნო კამპანიას. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პუტინმა ქერჩის სრუტესთან მშენებარე ხიდი დაათვალიერა. ტელეკომპანია „დოჟდ“-ის ინფორმაციით, კრემლმა უარი თქვა სცენარზე, რომლის თანახმად, 18 მარტს, რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების დღეს, პუტინს ხმა უნდა მიეცა ყირიმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე. რუსეთში 18 მარტს აღნიშნავენ ყირიმის შეერთების დღესაც. უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ყირიმში პუტინის ჩასვლას უწოდა საშიში პროვოკაცია და მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, არ აღიაროს ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ჩატარებული არჩევნების შედეგები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG