Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ და ევროკავშირმა ლონდონს სოლიდარობა გამოუცხადეს


ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთს მიმართეს, პასუხი გასცეს დიდი ბრიტანეთის ყველა შეკითხვას ყოფილი მზვერავის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის შესახებ. ალიანსის წევრი ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე მომხდარი თავდასხმა ცალსახად არღვევს საერთაშორისო ნორმებსა და შეთანხმებებს. ნატოელმა მოკავშირეებმა დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა გამოუცხადეს და გამოძიების პროცესში დახმარება შესთავაზეს. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ტერეზა მეის სოლიდარობა გამოუცხადა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმაც. მისი შეფასებით, თავდასხმის უკან, დიდი ალბათობით, მოსკოვი დგას. დონალდ ტუსკის განცხადებით, მზად არის სკრიპალის მოწამვლის საქმე განიხილონ ევროკავშირის სამიტზე, რომელიც მომავალ კვირაში გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG