Accessibility links

გიორგი მარგველაშვილი: რუსეთი ქმნის რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს


გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, პოლ რაიანს, უმრავლესობის ლიდერს, კევინ მაკკარტის და კონგრესმენს, ტედ პოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და მისი შედეგები. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში რამდენიმე კვირის წინ დაიღუპა ქვეყნის მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით იცავდა საერთაშორისო უსაფრთხოებას. „ეს კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალია - რუსეთი რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მისივე თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოცხადება ისტორიული ანომალია და უსამართლობაა. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ოკუპაციით დაისაჯა გადაწყვეტილებისთვის, ყოფილიყო დამოუკიდებელი, თუმცა, ქართველი ხალხი არ უღალატებს თავის ნაციონალურ იდენტობას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, ამერიკელმა კონგრესმენებმა გიორგი მარგველაშვილთან განიხილეს ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი და მზადება ალიანსის მომავალი სამიტისთვის. კონგრესმენებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისათვის და კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG