Accessibility links

რუსეთი აპირებს ქვეყნიდან გააძევოს ბრიტანელი დიპლომატები


სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი ანალოგიური ნაბიჯით უპასუხებს დიდი ბრიტანეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებას. ლავროვის თქმით, შესაბამის გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ. 14 მარტს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორია ერთ კვირაში უნდა დატოვოს სადაზვერვო საქმიანობაში ეჭვმიტანილმა 23-მა რუსმა დიპლომატმა. ლონდონის გადაწყვეტილება უკავშირდება რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, დიდ ბრიტანეთში მცხოვრები სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლას რუსული წარმოების ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით. თავდასხმის გამო, დიდი ბრიტანეთი პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს, მოსკოვი კი ამ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულ აბსურდს უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG