Accessibility links

აშშ, გერმანია და საფრანგეთი ერთობლივად აცხადებენ, რომ სოლსბურიში თავდასხმის უკან რუსეთი დგას


დიდი ბრიტანეთის მოკავშირეების - აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთის ჩარევა „ერთადერთი გონივრული ახსნაა“ ყოფილ ჯაშუშზე თავდასხმის საქმეში, რომელიც 11 დღის წინ ინგლისში მოწამლეს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით. 15 მარტს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ქვეყნების ლიდერები გმობენ თავდასხმას სერგეი სკრიპალსა და მის ქალიშვილზე და მომხდარს უწოდებენ ბრიტანეთის სუვერენიტეტის შელახვასა და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას. რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი, დიდ ბრიტანეთში მცხოვრები სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი რუსული წარმოების ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. თავდასხმის გამო, დიდი ბრიტანეთი პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს, მოსკოვი კი ამ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულ აბსურდს უწოდებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG