Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთის მხრიდან ახალი კიბერთავდასხმების მოლოდინშია


აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ და შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ ამერიკული კომპანიები გააფრთხილეს, რომ რუსეთის მთავრობისგან მხარდაჭერილი ჰაკერებისგან მოსალოდნელია ახალი კიბერთავდასხმები. გაფრთხილების მიზანია ადეკვატური ზომების მიღება კომპიუტერული უსაფრთხოების სისტემების დასაცავად. რუსი ჰაკერების თავდასხმის პოტენციურ სამიზნეთა შორისაა ენერგეტიკის, ბირთვული, საავიაციო და კომერციული სექტორები. აშშ-ის სპეცსამსახურების ინფორმაციით, სისტემის დამაზიანებელი პროგრამები ე.წ. რუსული კვალით, უკვე აღმოჩენილია ზოგიერთი ენერგოკომპანიის უსაფრთხოების სისტემაში. 15 მარტს, აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა სწორედ კობერთავდასხმების გამო. სანქციები ეხება 19 ფიზიკურ და 3 იურიდიულ პირს, მათ შორის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენს, ევგენი პრიგოჟინს და „ტროლების ფაბრიკის“ სახელით ცნობილ ორგანიზაციას, „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს.“ აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩინის განცხადებით, სანქციების საფუძველია რუსეთის მტრული კიბერაქტივობა, მათ შორის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული კიბერთავდასხმები. მნუჩინის ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო აპირებს სანქციების დაწესებას რუსი მაღალჩინოსნების და ოლიგარქების წინააღმდეგაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG