Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა გუდაურში, საბაგიროს დაზიანების შედეგად


შემთხვევის ადგილი გუდაურში. 2018 წლის 16 მარტი
შემთხვევის ადგილი გუდაურში. 2018 წლის 16 მარტი

წინასწარი მონაცემებით, 10 ადამიანი დაშავდა გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს ავარიულად გაჩერების შედეგად. საქართველოს შსს-ს პირველადი ინფორმაციით, ავარიულად გაჩერების შემდეგ საბაგირო უკუსვლით ამოძრავდა. ჯანდაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ ათივე დაშავებული ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს და მათ საშუალო სიმძიმის ტრავმები აქვთ. თბილისიდან გუდაურში გაიგზავნა სამი რეანომობილი. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო და საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. მომხდარის გამო, გუდაურში გაემგზავრა საქართველოს პირველი ვიცე- პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG