Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ჯონსონი: სავარაუდოდ, პუტინმა გასცა დავალება ბრიტანეთში მომწავლელი ნივთიერების გამოყენების შესახებ


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, სავარაუდოდ, პირადად ვლადიმირ პუტინმა - რუსეთის პრეზიდენტმა - გასცა დავალება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენების შესახებ. „რუსეთის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. მომხდარმა არ უნდა გამოიწვიოს რუსოფობია. ეს არის უთანხმოება პუტინთან და კრემლთან. და ვფიქრობ, უაღრესად დიდია ალბათობა, რომ ეს იყო ბრძანება - ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, ევროპის სახელმწიფოში, პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, განაცხადა ჯონსონი. კრემლმა „დიპლომატიური წესების მიუტევებელი დარღვევა“ უწოდა პუტინის მისამართით გამოთქმულ ბრალდებას. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა კიდევ ერთხელ უარყო ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს მომხდარ ინციდენტთან მოსკოვის კავშირი. 4 მარტს ამ ქალაქის საავადმყოფოში მოათავსეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი, სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის ქალიშვილი იულია. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ორივე მოწამლულ იქნა რუსეთში დამზადებული ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით“. ლონდონი მოსკოვს ადანაშაულებს თავდასხმის მოწყობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG