Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში შვიდი ადამიანი დაიღუპა სასულიერო პირის სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად


პაკისტანში შვიდი ადამიანი შეიწირა თალიბანის მოკავშირე სასულიერო პირის სახლში მომხდარმა აფეთქებამ. ოფიციალური წყაროების ცნობით, ავღანეთის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქ ქილაჰ საიფულაში 15 მარტის საღამოს მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავდა კიდევ 10 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები. აფეთქება, სავარაუდოდ, იმ დროს მოხდა, როცა ასაფეთქებელი მოწყობილობებით სახლის მახლობლად ავტომობილს ტვირთავდნენ. ცნობების თანახმად, დაღუპულებს შორის არის სასულიერო პირი ჰაბიბულა ხანი, რომელიც ცნობილი იყო თალიბანის მხარდამჭერი საჯარო განცხადებებით. მისი ნათესავის განცხადებით, ჰაბიბულა ხანი თალიბანის პაკისტანური ფრთის, თეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანის წევრი იყო. დაშავებულთაგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია. პოლიციის თქმით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სახლი მთლიანად დაინგრა. ქილაჰ საიფულა მდებარეობს ბელუჯისტანის პროვინციაში, სადაც სეპარატისტების ჯგუფები პაკისტანისაგან დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან. ბელუჯისტანი ასევე მიჩნეულია ავღანელი თალიბებისა და პაკისტანელი ექსტრემისტების დაჯგუფებათა თავშესაფრად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG