Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასტანამ უარყო რუსეთის წინადადება ამერიკელებისთის უვიზო რეჟიმის გადახედვასთან დაკავშირებით


ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო რუსეთის წინადადება, რომ ყაზახეთს გადაეხედა ამერიკის მოქალაქეებისათვის ქვეყანაში არსებული უვიზო რეჟიმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 15 მარტს განაცხადა, რომ არსებული შეთანხმება, რომელიც ამერიკელებს ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში უვიზოდ მგზავრობის შესაძლებლობას აძლევს, „კოორდინირებული“ უნდა იყოს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანუარ ჟაინაქოვმა 16 მარტს თქვა, რომ ეს კავშირი პოლიტიკური ალიანსი არ გახლავთ და მისი ამოცანა მხოლოდ ეკონომიკური საკითხების გადაჭრაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG