Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთიდან გააძევებენ 23 ბრიტანელ დიპლომატს


რუსეთის გადაწყვეტილებით ქვეყნის ტერიტორია ერთი კვირის განმავლობაში უნდა დატოვოს ბრიტანეთის 23 დიპლომატმა. გარდა ამისა, დაიხურება მოსკოვში მდებარე ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლობა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვის ეს გადაწყვეტილება პასუხია ბრიტანეთიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევებაზე რუსეთში დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის, სერგეი სკრიპალისა და მის ქალიშვილის, იულია მოწამვლის ფაქტზე. 4 მარტს ამ ქალაქის საავადმყოფოში მოათავსეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი, სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის ქალიშვილი იულია. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ორივე მოწამლულ იქნა რუსეთში დამზადებული ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით“. ლონდონი მოსკოვს ადანაშაულებს თავდასხმის მოწყობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG