Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა თანამდებობიდან გაათავისუფლა FBI-ის დირექტორის მოადგილე


ენდრიუ მაკკები სენატში, 2017 წლის მაისი
ენდრიუ მაკკები სენატში, 2017 წლის მაისი

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა და იუსტიციის მინისტრმა, ჯეფ სეშენსმა, თანამდებობიდან დაითხოვა ქვეყნის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილე. ენდრიუ მაკკეიბი ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა მიკერძოებულობაში, რაც აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ გამოძიების დროს გამოიჩინა სპეცსამსახურის მაღალჩინოსანმა. მაკკეიბის ორ დღეში თანამდებობა ისედაც უნდა დაეტოვებინა, პენსიაში გასვლასთან დაკავშირებით. აშშ-ის გენერალური პროკურორის თანახმად, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მან მიიღო გენერალური ინსპექციისა და პროფესიული პასუხისმგებლობის დეპარტამენტის რეკომენდაციების საფუძველზე. ‘შიდა მოკვლევით დადგინდა, რომ მაკკეიბიმ რამდენჯერმე არასანქცირებულად მოახდინა ინფორმაციის გაჟონვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებში და ფიცის დადების მიუხედავად, არ ამჟღავნებდა გულახდილობას“ , - ნათქვამია ჯეფ სეშენსის განცხადებაში. გასულ წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა FBI-ს დირექტორი, ჯეიმს კომი.პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ის, რომ კომი არასწორად გაუძღვა საპრეზიდენტო არჩევნების დროს დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის, ელექტრონული ფოსტის გარშემო გამოძიებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG