Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმთან ღუზა ჩაუშვა ამერიკულმა სამხედრო გემმა


საქართველოს ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი.“OAK HILL“ -მა ქალაქ ბათუმის ნავსადგურში 17 მარტს ჩაუშვა ღუზა. ამერიკული ხომალდის მონაწილეობით დაგეგმილია ერთობლივი წვრთნები, რომლის დროსაც ამერიკული ხომალდიდან დესანტირებისა და ამფიბიური მანევრების დემონსტრირება გაიმართება. ხომალდის ეკიპაჟის წევრებსა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისდეპარტამენტის თანამშრომლებს შორის გაიმართება ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში. შემდეგ ამერიკელი სტუმრები ქართველ კოლეგებს საკუთარ ხომალდზე უმასპინძლებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG