Accessibility links

ათობით ადამიანმა მიატოვა აღმოსავლეთ ღუტა ბრძოლების გამო


სულ მცირე 30-მა მშვიდობიანმა მოქალაქემ მიატოვა სამთავრობო ჯარების ავიაიერიშების გამო სირიის ქალაქის აღმოსავლეთ ღუტა, რომელსაც სირიელი მეამბოხეები აკონტროლებენ. სირიის მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო თვის ინტენსიური ბრძოლების შედეგად ალყაშემორტყმულ ქალაქში ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიუხედავად ბრძოლები აღმოსავლეთ ღუტაში გრძელდება. სირიის ხელისუფლება და რუსეთი აცხადებენ, რომ იერიშებს ახორციელებენ „ტერორისტების“ პოზიციებზე. ბოლო თვეში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მომხრე ძალებმა ქალაქ აღმოსავლეთ ღუტის დიდი ნაწილი დაიკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG