Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები ტარდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც


სოხუმი
სოხუმი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც იმართება, მათ შორის - აფხაზეთში. რადიო თავისუფლების რუსულენოვანი გადაცემის - „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა თამაზ გოგიამ განუცხადა, რომ აფხაზეთში რუსეთის პასპორტი 90-100 ათას ადამიანს აქვს. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კი აფხაზეთში 20 საარჩევნო უბანი გაიხსნა. ერთი უბანი გახსნილია გალის რაიონშიც, სადაც რუსეთის მოქალაქის პასპორტის მქონე ამომრჩევლის რაოდენობა მცირეა, მაგრამ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა „ეხო კავკაზას“ განუცხადა, რომ იქ „რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარებია დისლოცირებული, რომელთაც აგრეთვე აქვთ ხმის მიცემის უფლება“. თამაზ გოგიას ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეობა აქვს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოქალაქეთა დაახლოებით 80%-ს. რუსეთის ფედერაციის საპარლამენტო არჩევნების დროს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 9 საარჩევნო უბანი მუშაობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG