Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის გამარჯვებას მოელიან


Президенты РФ 2004-2008-2012
Президенты РФ 2004-2008-2012

18 მარტს რუსეთში მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მოქმედ პრეზიდენტ ვლადიმრ პუტინთან ერთად რეგისტრირებულია რვა კანდიდატი. არჩევნები უპირობო გამარჯვებას მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მოელის. ის მეოთხე ვადით აპირებს ქვეყნის მართვას. 65 წლის კანდიდატს მთავრობასთან ახლოს მდგომი მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს. პატრიოტულ წარმატებადაა მიჩნეული ყირიმის ანექსია, რომლის მეოთხე წლისთავი სრულდება და სირიაში სამხედრო შეჭრა. „დარწმუნებული ვარ იმ პროგრამის სისწორეში, რომელსაც მე ქვეყანას ვთავაზობ“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა. მისი თქმით, წარმატება იქნება ყველანაირი შედეგი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მას, გააგრძელოს პრეზიდენტობა. რუსეთის პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში გახსნილ საარჩევნო უბანში გააკეთა. სხვა კანდიდატებს შორის არიან ულტრანაციონალისტი, ვლადიმირ ჟირინოვსკი, ნაციონალისტი, ვერგეი ბაბურინი, კომუნისტების წარმომადგენელი, მაქსიმ სურაიკინი, ცენტრისტი, ბორის ტიტოვი ლა ლიბერალი, გრიგორი იავლინსკი. არჩევნების დამოუკიდებელი მეთვალყურე, ჯგუფი გოლოსი, ავრცელებს განცხადებას, რომ აღინუსხა დარღვევები. გოლოსის თანახმად, რამდენიმე უბანზე საარჩევნო ყუთები გადააადგილეს სამეთვალყურეო კამერების ხედვის არეალიდან, ასევე მოხდა ამომრჩეველთა ბოლო წუთში რეგისტრირება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მომხრეების თანახმად, ამომრჩევლები ავტობუსებით გადაჰყავდათ უბნებში ხმის მისაცემად. ნავალნის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ დართეს. ხაბაროვსკიდან გავრცელდა ცნობა, რომ ადგილობრივი ხელისუფლები მოსახლეობას სურსათზე შეღავათიან ფასებს სთავაზობდნენ, რათა საარჩევნო უბნებში მიეზიდათ ისინი. ბოლო საარჩევნო უბნები დაიხურება კალინინგრადის ოლქში თბილისის დროით 21 საათზე. წინასწარი შედეგები მას მერე, მალევე გამოცხადდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG