Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტი ხმას აძლევს „ძლიერ რუსეთს“


აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკაში მცხოვრები მოქალაქეები, რომლსაც ამავე დროს რუსეთის ფედერაციის პასპორტებიც აქვთ, მონაწილეობას იღებენ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. სულ სეპარატისტულ რეგიონში 20 უბანი გაიხსნა, მათგან ოთხი - სოხუმში. საქართველოს სეპარატისტული რეგიონის პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა, ერთ- ერთ უბანში მივიდა, და როგორც ჟურნალისტს განუცხადა, ხმა მისცა „ძლიერ რუსეთს“. აფხაზეთის რეგიონში კენჭისყრას ორგანიზებას უკეთებს რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მოსკოვმა საარჩევნო უბნები გახსნა ცხინვალის რეგიონშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG