Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის მომხრები კიევში პოროშენკოს გადაგომას მოითხოვენ


ოპოზიციის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები, კიევში, 18 მარტს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადადგომას მოითხოვდნენ. ასეულობით ადამიანი მივიდა კიევის ცენტრალურ მოედანზე, რომელიც თავის დროზე ევრომაიდანის საპროტესტო გამოსვლების ეპიცენტრი იყო. პოლიციის რამდენიმე ავტობუსი აქციის მახლობლად იმყოფებოდა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ინციდენტი არ მომხდარა. რამდენიმე კვირის წინ პოლიციამ დაშალა სააკაშვილის მომხრეთა ბანაკი პარლამენტის შენობასთან. სამი მარტის რეიდისას პოლიციამ ასამდე დემონსტრანტი დააკავა და 20-მდე დაშავდა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა ბანაკი შარშან გამართეს. სააკაშვილი საქართველოდან წასვლის შემდეგ უკრაინაში, ოდესის ოლქის გუბერნატორ გახდა. მოგვიანებით ის გადადგა ამ პოსტიდან და პრეზიდენტ პოროშენკოს დაუპირისპირდა. თებერვალში სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში იქნა დეპორტირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG