Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორში ისრაელმა ჰამასის მიერ გაყვანილი გვირაბი გაანადგურა


ისრაელის ძალებმა ღაზის სექტორში გაანადგურეს გვირაბი, რომელიც ჰამასის შეიარაღებულმა ძალებმა გაიყვანეს იერიშების მოსაწყობად. ამის თაობაზე განცხადება ისრაელის არმიამ გააკეთა. გვირაბი გადაიჭრა 2014 წლის ომის დროს და ჰამასი კვლავ შეეცადა მის ამოქმედებას. ის გაყვანილი იყო ისრაელის სასაზღვრო ზოლიდან რამდენიმე ასეულ მეტრში. ჰამასს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია. პალესტინელთა ეს გავლენიანი დაჯგუფება ისრაელის მოსისხლე მტერია. ისრაელი 2005 წელს ღაზიდან გავიდა, მაგრამ კვლავაც ახორციელებს მკაცრ კონტროლს ხმელეთსა და საზღვაო საზღვრებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG