Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ქვეყნის მართვას მეოთხე ვადით აპირებს, კენჭისყრისას დარღვევები მოხდა


რუსეთში მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც უპირობო გამარჯვებას მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მოელის. რუსეთის რეგიონებიდან იტყობინებიან კენჭისყრის პროცესში დარღვევების ასეულობით შემთხვევის შესახებ. 65 წლის პუტინს მთავრობასთან ახლოს მდგომი მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს. მის პატრიოტულ წარმატებადაა მიჩნეული ყირიმის ანექსია, რომლის მეოთხე წლისთავი სრულდება და სირიაში სამხედრო შეჭრა.„დარწმუნებული ვარ იმ პროგრამის სისწორეში, რომელსაც მე ქვეყანას ვთავაზობ“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა. მისი თქმით, წარმატება იქნება ყველანაირი შედეგი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, გააგრძელოს პრეზიდენტობა. არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად რეგისტრირებულია რვა კანდიდატი.კენჭისყრის დაწყებიდან რამდენიმე საათში რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ელა პამფილოვა იტყობინებოდა, რომ მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტიურობა. არჩევნების დამოუკიდებელი მეთვალყურე, ჯგუფი გოლოსი ავრცელებს განცხადებას, რომ აღინუსხა დარღვევები. გოლოსის თანახმად, რამდენიმე უბანზე საარჩევნო ყუთები გადაადგილეს სამეთვალყურეო კამერების არეალიდან, მოხდა ასევე ამომრჩეველთა ბოლო წუთში რეგისტრირება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა ალექსეინავალნის,ასევე გოლოსის მიერორგანიზებულ მეთვალყურეებს კენჭისყრის პროცესისთვის თვალყური მიედევნებინათ. ალექსეი ნავალნის მომხრეების თანახმად, ამომრჩევლები ავტობუსებით გადაჰყავდათ უბნებში ხმის მისაცემად. ხაბაროვსკიდან გავრცელდა ცნობა, რომ ადგილობრივი ხელისუფლები მოსახლეობას სურსათზე შეღავათიან ფასებს სთავაზობდნენ, რათა საარჩევნო უბნებში მიეზიდათ ისინი. რუსეთის სააგენტო „ტასსი“ იტყობინებოდა რომ ახალ ზელანდიაში, ოკლენდში, საარჩევნო უბნის წინ შეკრებილი საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები მოუწოდებდნენ რუსეთის მოქალაქეებს, ბოიკოტი გამოეცხადებინათ არჩევნებისთვის. კენჭისყრის პროცესს ხელი არ შეშლია, განაცხადა რუსეთის ელჩმა ახალ ზელანდიაში, ვალერი ტერესჩენკომ. ამ ქვეყანაში რუსეთის 3723 მოქალაქე იყო რეგისტრირებული საარჩევნო უბანში. ბოლო საარჩევნო უბნები რუსეთის მასშტაბით, დაიხურება კალინინგრადის ოლქში თბილისის დროით 21 საათზე. წინასწარი შედეგები მალევე გამოცხადდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG