Accessibility links

საქართველოს ნაკრები „რაგბი ევროპა 2018“-ის ჩემპიონია


„ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით - 25:16 და „რაგბი ევროპა 2018“-ის ტიტულთან ერთად ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასსაც დაეუფლნენ.

ქართველი მორაგბეები დღეს, ფინალურ მატჩზე გამოვიდნენ თეთრი მაისურებით, რომლებზედაც ეწერა "ტატუნაშვილი" - 23 თებერვალს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გვარი.

დღეს საუკეთესო მოთამაშე კოკი თხილაიშვილი გახდა. ბორჯღალოსნებმა „რაგბი ევროპა 2018“-ის მიმდინარეობისას ხუთი თამაშიდან ხუთივე მოიგეს და სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე გამარჯვებით დაასრულეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG