Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი: რუსეთი ინახავს ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერებას


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, რუსეთს ბრალად დასდო, რომ ინახავს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებას, რომელიც, სავარაუდოდ, გამოყენებულ იქნა რუსეთის საიდუმლო სამსახურის ყოფილ აგენტზე, ორმაგ ჯაშუშზე და მის შვილზე თავდასასხმელად ბრიტანეთში. ჯონსონის განცხადება წინ უსწრებს ქიმიური იარაღის საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის ჩასვლას ბრიტანეთში, სადაც ისინი გამოიკვლევენ სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის გარემოებას. ბრიტანეთი აცხადებს, რომ გამოყენებული მომწამვლელი ნივთიერება ერთ-ერთია იმ ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერებათაგან, რომლებიც შეიქმნა საბჭოთა კავშირში და რომლებიც ცნობილია ჯგუფური სახელწოდებით, „ნოვიჩოკი“. ლონდონი აცხადებს, რომ რუსეთმა მოწამლა სკრიპალი. რუსეთი ბრალდებას უარყოფს. ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთი ამზადებს და ინახავს „ნოვიჩოკს“. ევროკავშირში რუსეთის ელჩმა, ვლადიმრ ჩიჟოვმა თქვა, რომ რუსეთმა ყოველგვარი ქიმიური იარაღის წარმოება 1992 წელს შეწყვიტა და რომ ბრიტანეთის კვლევითი ობიექტი შეიძლება იყოს სკრიპალის მოწამვლისთვის გამოყენებული ნივთიერების წყარო. მოწამვლას მოჰყვა რუსეთის გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის ტერიტორია ერთი კვირის განმავლობაში უნდა დატოვოს ბრიტანეთის 23 დიპლომატმა. გარდა ამისა, დაიხურება მოსკოვში მდებარე ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლობა. ჯონსონმა რეპორტიორებს უთხრა 18 მარტს, რომ მოწამვლის პასუხიმგებლობის დაკისრების საკითხს კრემლისკენ მივყავართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG