Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები


18 მარტს რუსეთში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მოქმედ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად რეგისტრირებული იყო რვა კანდიდატი. არჩევნებში უპირობო გამარჯვებას ვლადიმირ პუტინს უწინასწარმეტყველებენ. იგი მეოთხე ვადით გახდება ქვეყნის ექვსი წლით მმართველი. 65 წლის კანდიდატს მთავრობასთან ახლოს მდგომი მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს. სხვა კანდიდატებს შორის იყვნენ ულტრანაციონალისტი ვლადიმირ ჟირინოვსკი, ნაციონალისტი სერგეი ბაბურინი, "რუსეთის კომუნისტების" ლიდერი, მაქსიმ სურაიკინი, ცენტრისტი, ბორის ტიტოვი, ცნობილი ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი, ლიბერალი გრიგორი იავლინსკი და პაველ გრუდინინი. არჩევნების სადამკვირვებლო ჯგუფი გოლოსი, ავრცელებს განცხადებას, რომ აღინუსხა დარღვევები. კენჭისყრა დასასრულს უახლოვდებოდა, როცა გოლოსმა გამოაცხადა, რომ დარღვევების შესახებ მიიღო ორიათას ორასზე მეტი ცნობა. გოლოსის თანახმად, რამდენიმე უბანზე საარჩევნო ყუთები გადააადგილეს სამეთვალყურეო კამერების ხედვის არეალიდან, ასევე მოხდა ამომრჩეველთა ბოლო წუთში რეგისტრირება და სხვა სახის დარღვევები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მომხრეების თანახმად, ამომრჩევლები ავტობუსებით გადაჰყავდათ უბნებში ხმის მისაცემად. ნავალნის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ დართეს. ხაბაროვსკიდან გავრცელდა ცნობა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სურსათზე შეღავათიან ფასებს სთავაზობდა, რათა საარჩევნო უბნებზე მიეზიდა ამომრჩეველი. ბოლო საარჩევნო უბნები დაიხურა კალინინგრადის ოლქში. წინასწარი შედეგები 18 მარტს, მოგვიანებით უნდა გამოქვეყნდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG