Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ რუსეთის ობიექტებთან უსაფრთხოება გააძლიერა და რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობამ ვერ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა


უკრაინელი ულტრა-მემარჯვენე აქტივისტები რუსეთის საელჩოსთან კიევში, 2018 წლის, 18 მარტს
უკრაინელი ულტრა-მემარჯვენე აქტივისტები რუსეთის საელჩოსთან კიევში, 2018 წლის, 18 მარტს

უკრაინაში რუსეთის წარმომადგენლობებთან გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები მას მერე, რაც კიევმა გამოაცხადა, რომ მხოლოდ დიპლომატებს მიეცემოდათ შესაძლებლობა კენჭისყრაში მონაწილეობისა. უკრაინის პოლიციის რაზმები იდგნენ კიევში საელჩოსთან, ასევე ოდესაში, ლვოვში და ხარკოვში საკონსულოებთან 18 მარტს. კიევში რუსეთის საელჩოსთან უკრაინელები მივიდნენ და აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებენ რუსებს კენჭისყრაში მონაწილება მიეღოთ. რუსეთმა უკრაინას ბრალად დასდო საერთაშორისო ნორმების დარღვევა. რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადრე გამოაცხადა, რომ უკრაინაში წარმომადგენლობებში, რეგისტრირებული იყო რუსეთის 72 ათასი მოქალაქე. უკრაინა პროტესტს გამოხატავს, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრა იმართება ყირიმში, რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინულ ტერიტორიაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG