Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასწარი შედეგებით, არჩევნები რუსეთში ვლადიმირ პუტინმა მოიგო


Grab: Russia -- Putin votes, Moscow, 18Mar2018
Grab: Russia -- Putin votes, Moscow, 18Mar2018

წინასწარი მონაცემებით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინი ლიდერობს. რუსეთის რეგიონებიდან იტყობინებიან კენჭისყრის დროს დარღვევების ათასობით შემთხვევის შესახებ. ბიულეტენების 30 პროცენტის დათვლის შემდგომი მონაცემებით, პუტინს მხარი დაუჭირა 73-მა პროცენტმა. პუტინი მეოთხე ვადით ჩაუდგება რუსეთს სათავეში ექვსი წლით.ეგზიტპოლების თანახმად, მათ რიცხვშია სახელმწიფო VTsIOM, ასევე ლიდერობს პუტინი. საარჩევნო კომისიის ცნობით, მეორე ადგილზეა კომუნისტი კანდიდატი, პაველ გრუდინინი (15,6 პროცენტი), რომელსაც მოსდევს ულტრანაციონალისტი, ვლადიმირ ჟირინოვსკი (6.9 პროცენტი) და ცნობილი ჟურნალისტი, ქსენია სობჩაკი 1,3 პროცენტით. დანარჩენმა ოთხმა კანდიდატმა თითო-თითო პროცენტი მიიმხრო. „დარწმუნებული ვარ იმ პროგრამის სისწორეში, რომელსაც ქვეყანას ვთავაზობ“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა არჩევნების წინ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG