Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა ჩიტაძე: "რუსეთში მძლავრობს დერჟავნიკული ამბიციები"


ნიკა ჩიტაძე: "რუსეთში მძლავრობს დერჟავნიკული ამბიციები"
please wait

No media source currently available

0:00 0:54:37 0:00

​​19 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნიკა ჩიტაძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი. მან ილაპარაკა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებსა და პუტინის რუსეთის შესახებ. ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ რუსეთის პოლიტიკის პრობლემაა ის, რომ არსებული არჩევნის პირობებში პუტინის დამარცხებაც კი არ განაპირობებდა ქვეყნის საშინაო მდგომარეობის, თუ რუსეთის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების უკეთესობისკენ შეცვლას: "ამხანაგ პუტინის მთვარი ოპოზიცია გახლავთ კომუნისტური პარტია", - ამბობს ჩიტაძე. ერთ-ერთ გამოწვევად ნიკა ჩიტაძე თვლის დიდი რუსეთის იდეის პოპულარულობას, რითაც საზოგადოება ამართლებდა ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებს, სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე განხორციელებული სამხედრო ოპერაციების ჩათვლით. პოლიტოლოგის შეფასებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პასპორტიზაციის პოლიტიკის წარმატებით განხორციელება მათ ფაქტობრივ ანექსიაზე მეტყველებს. ნიკა ჩიტაძემ ილაპარაკა იმის შესახებაც, რა შეიძლება შეთავაზოს საქართველომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას. მნიშვნელოვანი გამოწვევაა ამ ტერიტორიების საინფორმაციო მოცვა, რაც მათ იზოლაციას დაარღვევდა.

XS
SM
MD
LG