Accessibility links

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი შეთანხმდა "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე"


საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ. საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის მიერ მომზადებული პროექტების შეჯერებული ვარიანტით, საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2018 წლის 15 ივნისამდე უნდა წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასა და ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია. პარლამენტი მთავრობას მიმართავს, მიიღოს ზომები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" დასახელებულ პირთა მიმართ სავიზო, ქონებრივი და ფინანსური შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად. 19 მარტს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს შესთავაზა, რომ უმცირესობის მიერ ინიცირებულ, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ დაემატოს ჩანაწერი დავით ბაშარულის შესახებაც. ბაშარული 2014 წლის ივნისში დააკავეს ოკუპირებული ახალგორის მილიციის თანამშრომლებმა. 6 თვის შემდეგ, მისი ცხედარი ახალგორის მახლობლად აღმოაჩინეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

არჩილ ტატუნაშვილის საქმე

  • ცხინვალში 23 თებერვალს გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
  • 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დღეებში სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა.
  • ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან ცოტა ხნის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს.
XS
SM
MD
LG