Accessibility links

სტეფანწმინდაში დაშვებისას დაზიანდა სამგზავრო ვერტმფრენი


სტეფანწმინდა

სტეფანწმინდის რაიონის ართმხოს ხეობაში, 2700 მეტრ სიმაღლეზე დაფრენისას, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო დაზიანდა ავიაკომპანია „ავიასერვისის“ ვერტმფრენი AS 350. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით,ვერტმფრენში მყოფი მგზავრები და მფრინავი არ დაშავებულან. წინასწარი ინფორმაციით, ვერტმფრენში პილოტთან ერთად იმყოფებოდნენ 4 ტურისტი და გიდი. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, შემთხვევას სწავლობს ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი ინციდენტების მოკვლევის ბიურო. ართმხოს ხეობაში გაემგზავრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG