Accessibility links

ჯონსონი: რუსეთის მიერ სკრიპალის მოწამვლასთან კავშირის უარყოფა აბსურდული ხდება


ბორის ჯონსონი

ევროკავშირმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის, დიდ ბრიტანეთში მცხოვრები სერგეი სკრიპალის მოწამვლა ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა და ხელყოფს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ამ შინაარსის განცხადება 19 მარტს, ბრიუსელში მიიღეს ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე. ევროკავშირის შეფასებით, შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ ევროპის ტერიტორიაზე ბოლო 70 წლის განმავლობაში პირველად გამოიყენეს იმ კლასის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება, რომელიც რუსი სამხედროების წარმოებაში იყო. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ რუსეთს მოუწოდა, სწრაფად გასცეს პასუხი დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო თანამეგობრობის შეკითხვებს და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას დაუყოვნებლივ და სრულად აცნობოს „ნოვიჩოკ“-ის სახელით ცნობილი პროგრამის რეალიზაცის შესახებ. ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან კავშირის უარყოფა სულ უფრო აბსურდულ ხასიათს იძენს. ჯონსონის თქმით, რუსეთი ხან ამბობს, რომ „ნოვიჩოკ“-ი არასდროს უწარმოებია, ხან კი ირწმუნება, რომ მისი მარაგი გაანადგურა, თუმცა ნივთიერება აღმოჩნდა შვედეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. ჯონსონმა აღნიშნა, რომ ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობიდან 12 წლის შემდეგ, რუსეთი ლონდონს ვეღარ მოატყუებს. დიდ ბრიტანეთში მიმდინარე გამოძიების მასალებით, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს რუსული წარმოების ქიმიური ნივთიერებით, „ნოვიჩოკი.“ 4 მარტიდან სკრიპალი და მისი შვილი იმყოფებიან ქალაქ სოლსბერის კლინიკაში და მათი მდგომარეობა მძიმეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG