Accessibility links

ეუთოს მისიამ გააკრიტიკა რუსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები


ეუთოს მეთვალყურეთა მისიის შეფასებით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა რეალური კონკურენციის გარეშე, რაც გამოწვეული იყო სიტყვის თავისუფლების და შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით. საერთაშორისო მისიის მიერ 19 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველ ადგილზე გასულ ვლადიმირ პუტინს ეთმობოდა გაცილებით მეტი საეთერო დრო, ვიდრე სხვა კანდიდატებს, შეზღუდული იყო პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია, ამომრჩეველზე ხდებოდა ზეწოლა აქტივობის გაზრდის მიზნით და აკავებდნენ აქტივისტებს, რომლებიც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე მიუთითებდნენ. ამასთან, ეუთოს მისიის შეფასებით, კენჭისყრის დღე ორგანიზებული იყო, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია კი ეფექტურად მოქმედებდა. ეუთოს მეთვალყურეთა მისია საბოლოო, დეტალურ ანგარიშს დაახლოებით ორ თვეში გამოაქვეყნებს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG