Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ დააკავა ექვსი პირი თბილისში, „რუსთავი 2“-თან მომხდარი დაპირისპირების დროს


თბილისში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მოხდა დაპირისპირება, რომლის დროსაც პოლიციამ ექვსი ადამიანი დააკავა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებული არიან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“
აქტივისტები“. როგორც იუწყებიან, „ქართული მარშის“ წევრები პროტესტს გამოთქვამდნენ ტელევიზიის ეთერში 18 მარტს გასულ გადაცემასთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს შორის მოხდა დაპირისპირება, რომლის დროსაც ჟურნალისტი დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც ასევე დაწყებულია გამოძიება. ცნობების თანახმად, “ქართული მარშის” აქტივისტების პროტესტი გამოიწვია ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ხუმრობამ, რომელიც აჭარაში ხეების მოჭრის ფაქტზე საუბრისას თქვა: იესო ქრისტე 2000 წლის წინ ისრაელში კი არ უნდა მოსულიყო, არამედ ახლა აჭარაში - ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ იმიტომ, რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინა ივანიშნვილმა ყველა ხე თავის ეზოში გადარგოო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG