Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი მზადაა უცხოეთთან „კონსტრუქციული დიალოგისათვის“


მოსკოვი, 2018 წლის 19 მარტი: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარჯვნიდან მეორე) პრეზიდენტობის დანარჩენ, დამარცხებულ კანდიდატებთან შეხვედრაზე
მოსკოვი, 2018 წლის 19 მარტი: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარჯვნიდან მეორე) პრეზიდენტობის დანარჩენ, დამარცხებულ კანდიდატებთან შეხვედრაზე

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვი არ აპირებს გამალებულ შეიარაღებაში ჩაბმას და სურს, კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს უცხოეთის ქვეყნებთან. ამ საკითხს პუტინი შეეხო 19 მარტს ოპონენტებთან შეხვედრის დროს - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ყველა კონკურენტი იოლად დაამარცხა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. პუტინის თქმით, ის იმუშავებს სხვა ქვეყნებთან კონსტრუქციული ურთიერთობის განსავითარებლად, მაგრამ მანვე აღნიშნა: ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებულიო. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რომლებიც ხმების თითქმის მთლიანად დათვლის შედეგებს ეფუძნება, პუტინს ერგო ამომრჩევლთა ხმების თითქმის 77%, რაც მეტია, ვიდრე მის მიერ წინა სამი საპრეზიდენტო არჩევნებისას მოპოვებული მხარდაჭერა. პრეზიდენტობის დანარჩენ შვიდ კანდიდატს გაცილებით ნაკლები ხმა ერგო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG