Accessibility links

ნატო რუსეთს აკრიტიკებს ქიმიურ ნივთიერება „ნოვიჩოკზე“ ინფორმაციის გაუვრცელებლობის გამო


ნატო რუსეთს ადანაშაულებს საერთაშორისო მშვიდობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინტერესების „აშკარა იგნორირებაში“ იმის გამო, რომ არ ამხელს ინფორმაციას ქიმიურ ნივთიერება „ნოვიჩოკის“ პროგრამაზე. ცნობების თანახმად, 4 მარტს ბრიტანეთში ამ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს ყოფილი ორმაგი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 19 მარტს ბრიუსელში, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბორის ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ალიანსის წევრები ერთსულოვნად გმობენ თავდასხმას და მზად არიან, ხელი შეუწყონ თავდასხმასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას. „რუსეთის ამჟამინდელი რეაქცია ახდენს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სრული უგულებელყოფის დემონსტრირებას“, აღნიშნა სტოლტენბერგმა. სკრიპალი და მისი 33 წლის ქალიშვილი იულია კვლავაც კრიტიკულ მდგომარეობაში არიან მას შემდეგ, რაც ისინი უგონო მდგომარეობაში იპოვეს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG