Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში დააკავეს ექს-პრეზიდენტი სარკოზი


ნიკოლა სარკოზი
ნიკოლა სარკოზი

საფრანგეთის პოლიციამ დააკავა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი - ამის შესახებ სასამართლოს წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყებიან სააგენტოები, „ფრანს-პრესი“ და „როიტერსი.“ წყაროს ინფორმაციით, სარკოზის დაკითხვა მიმდინარეობს პარიზის ნანტერის გარეუბნის პოლიციის განყოფილებაში. საქმე ეხება 2007 წელს, სარკოზის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას. სამართალდამცავები 2013 წლიდან იძიებენ ლიბიის ხელისუფლების მიერ ნიკოლა სარკოზის საარჩევნო კამპანიის შესაძლო დაფინანსებას. ფრანგული პრესის ინფორმაციით, დაკავებიდან 48 საათში უნდა გადაწყდეს სარკოზისთვის აღკვეთის ზომის შეფარდების საკითხი. ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG