Accessibility links

კრემლი ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს პუტინისთვის არ მიულოცავს არჩევნებში გამარჯვება


დმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, არამეგობრულ ნაბიჯად არ უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინს არ მიულოცა არჩევნებში გამარჯვება. „პრეზიდენტი ბევრ მილოცვას იღებს უცხოელი ლიდერებისგან. ვიღაც შეიძლება გრაფიკიდან გამომდინარე, ან სხვა მიზეზით ვერ რეკავდეს, ამიტომ გაზვიადება საჭირო არ არის“ - განუცხადა 20 მარტს, ჟურნალისტებს დმიტრი პესკოვმა. შეკითხვას, მიიღეს, თუ არა ამერიკული მხარისგან წერილობითი მილოცვა, პესკოვმა უპასუხა, რომ ზუსტად არ იცის, რადგან საგარეო საქმეთა სამინისტროს არხებით ძალიან ბევრი დეპეშა მოდის. კრემლის პრესმდივნის განცხადებითვე, პუტინი კვლავ გახსნილია ამერიკელ პარტნიორებთან ნორმალური ურთიერთობებისთვის იმ სფეროებში, სადაც ეს საინტერესო და აუცილებელია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG