Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ში არ გამორიცხავენ, რომ არჩილ ტატუნაშვილს ცხედარს დღეს გადმოასვენებენ


კახაბერ ქემოკლიძე
კახაბერ ქემოკლიძე

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ გამორიცხავენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს დღეს გადმოასვენებენ. “ჩვენ გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ დღეს სავარაუდოდ, შესაძლებელია მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება“ - განუცხადა ჟურნალისტებს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ. ის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში შეხვდა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს. „ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ოჯახთან. ყველა შესაბამისი სამსახური აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში. დანარჩენი მოგვიანებით გახდება ცნობილი“ - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

დაწერეთ კომენტარი

არჩილ ტატუნაშვილის საქმე

  • ცხინვალში 23 თებერვალს გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
  • 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დღეებში სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა.
  • ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან ცოტა ხნის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს.
XS
SM
MD
LG